თერაპიული სტომატოლოგია

რას გულისხმობს თერაპიული სტომატოლოგია?
თერაპიული სტომატოლოგია - გულისხმობს კარიესისა და მისი გართულებების – პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობას. პულპიტებისა და პერიოდონტიტების მკურნალობა კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ფესვის არხის მკურნალობას. ფესვის არხის მკურნალობას ასევე უწოდებენ ენდოდონტიურ მკურნალობას.
თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც კარიესით, ისე არაკარიესული პროცესით ან ტრავმით. მათი აღდგენა ხდება ბჟენის (რესტავრაციის) საშუალებით თითოეული კბილის ანატომიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

თერაპიული მკურნალობა მოიცავს :

  ⦿ კბილების გათეთრებას

  ⦿ მხატვრული რესტავრაცია

  ⦿ პროფესიული წმენდა

  ⦿ ენდოდონტია

  ⦿ კარიესთან ბრძოლა

ცალკე უნდა გამოვყოთ ენდოდონტია ,რომელიც კბილების ფესვის არხების დაავადებების დიაგნოტიკასა და მკურნალობას მოიცავს. კბილის ენდოდონტიური მკურნალობა საჭიროა ჩატარდეს, როცა აღინიშნება კბილის რბილი ქსოვილის, პულპის, ანთებითი ან ინფექციური ხასიათის დაზიანება. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს: კბილის გვირგვინის ღრმა კარიესი, კბილის ბზარი ან მოტეხილობა. რიგ შემთხვევებში პულპის დაზიანება შესაძლებელია განვითარდეს კბილის გვრიგვინის ხილული დაზიანების გარეშე.

პულპის ანთება ან ინფექციური დაზიანება არანამკურნალებ შემთხვევაში იწვევს ტკივილს და საბოლოოდ აბსცესის ჩამოყალიბებას.

დღეს ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა, ხოლო ჩვენს კლინიკაში ფესვის არხების მკურნალობა ხორციელდება ენდოდონტისტების მიერ, რომლებიც ფლობენ ამ სფეროში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ უნარ-ჩვევებს და ტექნოლოგიებს. ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ რეკომენდებულია აღნიშნული კბილის მიდამოში მოერიდოთ აქტიურად ღეჭვას, ვიდრე არ მოხდება კბილის გვირგვინის სრულფასოვანი აღდგენა. გვრიგვინის სრულფასოვანი რესტავრაციის გარეშე კბილის გვირგვინის მოტეხილობის განვითარების ალბათობა მაღალია. 
ჩვენთან ენდოდონტიური მკურნალობა ტარდება თანამედროვე ტექნიკის და ანესთეტიკების  გამოყენებით, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის კომფორტული და უმტკივნეულოა.

თერაპიული სტომატოლოგია

ჩვენი სერვისები

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა  "Dentsblanches დანბლანში"  გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურების სრულ სპექტრს: