ორთოდონტია

რა არის ორთოდონტია?

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის დარგი,რომელიც ემსახურება არასწორი თანკბილვის გასწორებას.
ორთოდონტიული მკურნალობისათვის 2 ძირითადი კონსტრუქცია გამოიყენება, პირველი ექვემდებარება მის მოხსნას ხოლო მეორე ტიპის კონსტრუქციების მოხსნა არ ხდება მკურნალობის დასრულებამდე. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს – ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული, თვითლიგირებადი ან ლინგვალური.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
მეტალის ბრეკეტები-ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე, არის მტკიცე და საიმედო ფიქსაციის. კერამიკული ბრეკეტები-მისი უპირატესობა ესთეტიკური მხარეა, განსხვავებით მეტალის ბრეკეტისგან, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი.
ლინგვალური ბრეკეტი-ფიქსაცია კბილის შიდა ზედაპირზე ხდება და გამოიყენება შედარებით მსუბუქი შემთხვევის დროს.
თვითლიგირებადი ბრეკეტები-არის ვესტიბულური ფიქსაციის. მკურნალობა ხდება სუსტად მოქმედი ძალებით. ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს კბილის ამოღებას და არის ძალიან კომფორტული. მნიშვნელოვნად გამარტივებულია ჰიგიენაც.

მოსახსნელი კონსტრუქციებიდან ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალური კაპებით – ელაინერებით. კაპებით მკურნალობის უპირატესობა არის ის, რომ ვიზუალურად არ ჩანს, საჭიროებისამებრ შესაძლებელია მისი მოხსნა და ამავდროულად კომფორტული კონსტრუქციაა. მისი მკურნალობის პერიოდი არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტს და ჰიგიენაც ძალზედ გამარტივებულია.
„დანბლანში“ გირჩევთ,რომ ხუთი წლის ასაკიდან, ყველა ბავშვისთვისაა რეკომენდებული ორთოდონტიული კონსულტაციის ჩატარება, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება. ამ დარღვევების მიზეზია - მავნე ჩვევები (თითის ან მატყუარას წოვა, ტუჩების კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება), არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. საჭიროების შემთხვევაში, ორთოდონტი შესაბამის მკურნალობას შემოგთავაზებთ. ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სირთულეზე, იწყება 6 თვიდან და გრძელდება 2 წლამდე.

ორთოდონტია

ჩვენი სერვისები

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა  "Dentsblanches დანბლანში"  გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურების სრულ სპექტრს: