ქირურგიული სტომატოლოგია

რა არის ქირურგიული სტომატოლოგია?

სტომატოლოგიაში უმნიშვნელოვანესია ბუნებრივი კბილის გადარჩენა,ეს წარმოადგენს ნებისმიერი სტომატოლოგის თვითმიზანს,თუმცა რიგ შემთხვევებში დაგვიანებული მკურნალობის ან გამწვავებული პათოლოგიების გამო,კბილის შენარჩუნება ვერ ხერხდება.ასეთ შემთხვევებშიკბილის ექსტრაქციის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. კლინიკა "დანბლანშში" სტომატოლოგიური ტექნოლოგიებისა და ანესთეზიის მიღწევების საშუალებით,შეგვიძლია სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ჩავატაროთ ნებისმიერი სირთულის ექსტრაქცია.ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას

ზოგადად,ქირურგიული სტომატოლოგია მოიცავს:

○კბილის ექსტრაქციები, მათ შორის რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილების ექსტრაქცია

○ყბა-სახის მიდამოს ტრავმების ანთებითი პროცესების ქირურგიული მკურნალობა

○ ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა

○ცისტექტომია,ასევე მცირე და დიდი ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა

○ ძვლის ქსოვილის აღდგენა

○ ღრძილის ფორმის შეცვლა

კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ხორციელდება სრული გაუტკივარებით, რაც საშუალებას იძლევა კბილი სრულიად უმტკივნეულოდ ამოვიღოთ.

ჩვენი კლინიკის ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ ექსტრაქციის დროს არ დააზიანონ კბილბუდის ძვლოვანი სტრუქტურა, რაც საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ, საჭიროების მიხედვით წარმატებით ჩატარდეს დენტალური იმპლანტაცია.

მერვე კბილის, .. სიბრძნის კბილის ექსტრაქცია  

მერვე კბილის ამოღება სპეციფიკურ მიდგომას და ხელსაწყოებს საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ჰემოსტატიკური ღრუბელი, რათა კარგად შეხორცდეს ჭრილობა და ნაკერებისისხლდენის თავიდან ასაცილებლად.


კბილის ამოღების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობთ ტკივილს და შეშუპებას. ეს საკმაოდ გავრცელებული და სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ამ სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია იბუპროფენით და ცივი კომპრესით. ჩვენს პაციენტებს ვურჩევთ, რომ მიირთვან რბილი საკვები კბილის ამოღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.თუკი თქვენთვის სიბრძნის კბილის ამოღება ტკივილთან ასოცირდება,გაცნობებთ ,რომ ჩვენთან ეს რუტინული,ამბოლატორიული პროცედურაა,რომელიც მიმდინარეობს პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტულად ანესთეზიის ან სხვადასხვა სედაციური საშუალებების გამოყენებით.

რას ნიშნავს და სირთულეებთანაა დაკავშირებული რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილის ამოღება?

რეტენირებული ეწოდებათ კბილებს, რომელთა ამოწრა გარკვეული მიზეზების გამო არ მოხდა.ისინი შესაძლოა იყოს სრულად ან ნაწილობრივ ფორმირებული, იკავებდნენ სწორ ან ირიბ პოზიციას ამოჭრის მიმართულების შესაბამისად და განლაგებული იყოს სხვადასხვა პოზიციასა და სიღრმეში.ნახევრად რეტენირებული ეწოდება ღრძილიდან ნახევრად ამოჭრილ კბილებს.

ამოჭრის დარღვევის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოსსარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა, კბილების გვირგვინების არასწორი მდებარეობა, მუდმივი კბილების ჩასახვის დარღვევა, ზეკომპლექტური კბილები, კბილტა მწკრივში ადგილის დეფიციტიროდესაც კბილები ძალიან მჭიდროდ დგანან, სარძევე კბილების ანთებითი დაავადებები და ..

აუცილებელია გახსოვდეთ რომ ნახევრად რეტენირებული და რეტერინებული კბილების ამოღება მარტივი პროცედურა არის მხოლოდ მაშინ,თუ მას უძღვება გამოცდილი,პროფესიონალი ქირურგი.პრობლემურ კბილთან შეზღუდული მიდგომა საჭიროებს ექიმის დიდ ყურადღებასა და 100% იან სიზუსტეს ოპერაციის ჩატარების დროს. ამოღებისასიკვეთება ლორწოვანი გარსი. შემდეგ სპაციალური ბურღით ძვლოვან ქსოვილში კეთდება ხვრელი, საიდანაც უნდა მოხდეს რეტენირებული კბილის ამოღება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება თავად კბილის დანაწევრებაც, რის შემდეგ მას ნაწილ-ნაწილ იღებენ. ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ჭრილობა იკერება. ასეთი ოპერაცია შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

რეტენირებული კბილის ამოღებიდან მეორე-მესამე დღეს საჭიროა ჭრილობა ვაჩვენოთ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ძვლის დარჩენილი წვრილი ნამსხვრევების მოცილება. „დანბლანშშირეტენირებული კბილის ამოღება გავრცელებული პროცედურაა,რომელიც ხორციელდება პროფესიონალი ქირურგების მიერ,ანესთეზიის ქვეშ,დიდი სიზუსტითა და პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომით

ქირურგიული სტომატოლოგია

ჩვენი სერვისები

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა  "Dentsblanches დანბლანში"  გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურების სრულ სპექტრს: