იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია
ეს არის ერთერთი ყველაზე ძველი დარგი სტომატოლოგიაში.დენტალური იმპლანტაცია ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა და წარმოადგენს კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენის საუკეთესო საშუალებას თავად იმპლანტი ერთგვარი ხელოვნური ფესვია, რომელიც ყბის ძვალში ფიქსირდება. შემდეგ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის დეფექტია აღსადგენი, იმპლანტზე შეიძლება დამაგრდეს ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროთეზი. ყველაზე პოპულარულია ტიტანისგან დამზადებული იმპლანტები, რომელიც ყველაზე ძველი და სრულყოფილად შესწავლილი სისტემაა. დენტალური იმპლანტზე მოთავსებული გვირგვინი ბუნებრივ კბილს ძალიან ჰგავს და შესაბამისად, ის ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუსა და სახის მოყვანილობას. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დენტალურ იმპლანტებზე მოთავსებულ გვირგვინებს აქვს ბუნებრივი კბილის შეგრძნება. უშუალოდ გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში და მაშინ, როდესაც ენა ეხება იმპლანტის გვირგვინს, პაციენტს აქვს ბუნებრივი კბილის ემალის მსგავსი შეგრძნებები, დაკარგული კბილის აღდგენით თქვენ არა მარტო ცვლით ღიმილის ვიზუალს, არამედ აუმჯობესებთ პირის ღრუს ფუნქციურად. ღეჭვის პროცესი ხდება სრულფასოვანი, დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ყბის ორივე მხარეს, რაც ხელს უშლის ყბის კუნთების ასიმეტრიულ განვითარებას.

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიურ კლინიკა „დანბლანშში“ იმპლანტაციური მკურნალობის დაგეგმარება ხდება უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს დენტალური იმპლანტების ზუსტ განთავსებას. რაც, შემდგომში, საშუალებას გვეძლევს მივიღოთ პროგნოზირებადი შედეგები ორთოპედიული მკურნალობისას.ჩვენთან დაგხვდებათ დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო იმპლანტოლოგები, უმაღლესი ხარისხის იმპლანტები და რაც მთავარია, კომფორტული, თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო. კბილის იმპლანტის ფასი დამოკიდებულია გამოყენებულ მასალაზე.

იმპლანტაციის ფასების,სადაზღვეო სააგენტოებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ჩვენთან დაკავშირება.გახსოვდეს,რომ შენი ჯანმრთელი ღიმილი იმსახურებს შემჩნევას!

იმპლანტოლოგია

ჩვენი სერვისები

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა  "Dentsblanches დანბლანში"  გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურების სრულ სპექტრს: