ყველა ადამიანს მოზარდობის ასაკიდან, ერთხელ მაინც უგრძვნია უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, რაც უხერხულობის მიზეზი გამხდარა. გეტყვით, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია.ერთად გავარკვიოთ რა დგას უსიამოვნო სუნის უკან, რა იწვევს მას და როგორ ვებრძოლოთ ეფექტურად.უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, ე.წ ჰალიტოზს ჩვეულებრივ იწვევს პირის ღრუს ჰიგიენის არასათანადო დაცვა ან/და არაჯანსაღი ჩვევები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მიღება და საკვები, რომელსაც მივირთმევთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ცუდ სუნს შეიძლება იწვევდეს: კარიესი, Მშრალი პირის ღრუ,პირის ღრუს ინფექციები კუჭის რეფლუქსი, სინუსური ინფექციები, ღვიძლისა და თირკმელების ინფექციები ან დიაბეტი.
რა სახის ბაქტერიები იწვევს უსიამოვნო სუნს?
ენაზე და ღრძილების ქვემოთ აღმოჩენილი ზოგიერთი ბაქტერიები იწვევენ უსიამოვნო სუნს.ეს ბაქტერიები ასხივებენ აქროლად გოგირდის ნაერთებს (VSC) - როგორიცაა წყალბადის სულფიდი და მეთილმერკაპტანი - სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები თქვენს უსიამოვნო სუნზე.იმ შემთხვევაშიც, თუ პირის ღრუს ჰიგიენა ზედმიწევნით სრულდება ეს მეთოდები მხოლოდ დროებით მუშაობს, რადგან ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან.ცუდი სუნის გამომწვევი მიზეზების დადგენა შეიძლება რთული იყოს სპეციალისტის დახმარების გარეშე, რადგან მისი გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს; ასე რომ, ამაზე სასურველია გაესაუბროთ სტომატოლოგს, დიაგნოზის შემდგომ კი საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ოჯახის ექიმს ან სხვა სპეციალისტს.
უსიამოვნო სუნის მკურნალობა მარტივად და მყისიერი შვება
მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვით რომ უსიამოვნო სუნის თავიდან აცილება სწორად წარმართული ორალური ჰიგიენით შეიძლება.დამატებით, შეიძლება ითქვას, რომყოველი ჭამის შემდეგ პირის ღრუს გამორეცხვა დაგეხმარებათ ნადების მოცილებასა და სუნთქვის განახლებაში.პროფესიული წმენდა ასევე შესანიშნავი ნაბიჯია პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ამას გარდა, გარკვეული საკვები, როგორიცაა უმი ხახვი ან ნიორი, იწვევს უსიამოვნო სუნს.მჟავე საკვების (როგორიცაა ძმარი) ან მაღალი ფრუქტოზის შემცველი საკვების (როგორიცაა შაქრიანი მარცვლეული) თავიდან აცილება ასევე ამცირებს უსიამოვნო სუნს.
სასურველია შეამციროთ შაქრის მიღება და აირჩიოთ საკვები, რომელიც ზრდის ნერწყვის გამოყოფას, როგორიცაა: მთელი მარცვლეული, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, მუქი მწვანე და ნარინჯისფერი ბოსტნეული, მრავალფეროვანი ხილი და ცილები, როგორიცაა თევზი, ლობიო, თხილი. ასევე ცერეცო აძლიერებს ნერწყვის გამომუშავებას და შეიცავს უამრავ ანტიბაქტერიულ თვისებას.
თქვენ რეგულარულად იხეხავთ კბილებს, იყენებთ სავლებსა და ფლოსს, თუმცა ზოგჯერ მაინც ამჩნევთ უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან და სამუდამოდ ვერასოდეს იცილებთ.თუ გაწუხებთ ქრონიკული უსიამოვნო სუნი პირიდან, გამოსავალი შესაძლოა პრობიოტიკების მიღებაში იყოს.
ზუსტად რა არის პრობიოტიკები?
პრობიოტიკები არის “კეთილი” ბაქტერიები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.პრობიოტიკები გვხვდება ფერმენტირებულ საკვებში, როგორიცაა იოგურტი, მჟავე კომბოსტო და დანამატები - საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად. პრობიოტიკები ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების ზრდას თქვენს ნაწლავში, რაც ნაკლებ ადგილს ტოვებს ცუდისთვის.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორების აზრით, უსიამოვნო სუნთქვისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა სასარგებლო ბაქტერიების მოჭარბება პირის ღრუში, ნაცვლად ცუდი ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლისა.მკვლევარებმა სუბიექტებს K12 პრობიოტიკური პასტილები მისცეს და ერთი კვირის შემდეგ მონაწილეთა 85 % აჩვენა ჰალიტოზის მნიშვნელოვანი შემცირება.სტომატოლოგიური პრობიოტიკური დანამატები დაგეხმარებათ დროთა განმავლობაში სრულად გათავისუფლდეთ უსიამოვნო სუნისგან.ეს დანამატები ხელმისაწვდომია პასტილების, საღეჭი ტაბლეტების ან პრობიოტიკური სასმელების სახით.ზოგიერთი სახის კბილის პასტაც კი შეიცავს ორალურ პრობიოტიკებს.
თუ უსიამოვნო სუნი კვლავ პრობლემად რჩება, აუცილებლად მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს, რათა გამოირიცხოს რაიმე სხვა გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა პაროდონტის დაავადება, სინუსური ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტომატოლოგიური პრობიოტიკების კომბინაციით და კარგი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით, ჰალიტოზი ვერასოდეს დაგამარცხებთ.