"მეგობრული" საკვები პირის ღრუს მოვლისთვის

"მეგობრული" საკვები პირის ღრუს მოვლისთვის

02.02.2023

 

თეთრი კბილები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და თავდაჯერებულობის შეგრძნებას მატებს ადამიანს, ამიტომაც აუცილებელია პირის ღრუს რეგულარული მოვლა.რამდენიმე ნატურალური პროდუქტის რაციონში შეტანით,შეგვიძლია დავეხმაროთ კბილებს,სითეთრის შენარჩუნებაში:

ვაშლი
ეს წლის ნებისმიერ დროს ადვილად მისაწვდომი ხილი არა მარტო რკინითა და სხვა სასარგებლო ვიტამინებით კვებას ორგანიზმს, არამედ სასარგებლოდ მოქმედებს კბილებზეც. ვაშლის მჟავა ხელს უწყობს ემალის გათეთრებას, ხოლო ვაშლის ღეჭვა აშორებს მცირე ნარჩენებს კბილებიდან, ასევე მნიშვნელოვანია,რომ ვაშლი ხელს უწყობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობას.

ციტრუსები
ციტრუსების რბილობი შეიცავს ასკორბინის მჯავას, რომელიც ხელს უწყობს კბილების გათეთრებას. არ იჩქაროთ ციტრუსოვანი ხილის ქერქის გადაყრა: ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის და გრეიფრუტის ცედრაში არსებული ეთერული ზეთები ხელს უშლის კბილის ნადების წარმოქმნას და კლავს მავნე ბაქტერიებს. გარდა ამისა, ციტრუსებში С ვიტამინის შემცველობა აუმჯობესებს იმუნიტეტს.

მარწყვი
ამ კენკროვან ხილს, რომელიც თავისი ელეგანტურობით და სიტკბოთი გამოირჩევა, აქვს ასევე სასარგებლო თვისებებიც. მარწყვში არსებული მჟავები აუფერულებს ემალზე ყვითელ ლაქებს. მარწყვი ანტისეპტიკურ თვისებებსაც ატარებს, პირის ღრუში ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

ნიახური
ნიახურის ხრაშუნა ძირები სკრაბის როლს ასრულებს კბილებისთვის. ის ადვილად აცილებს კბილის ზედაპირიდან ნადებს და იბრძვის ბაქტერიების წინააღმდეგ.

ბროკოლი
თვალისმომჭრელი ღიმილისთვის კომბოსტოს ეს ნაირსახეობა აუცილებელია. ბროკოლი ხელს უწყობს კბილებს ბუნებრივი სითეთრის დაბრუნებაში და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

 

დეტალურად
3 გავრცელებული მითი ბავშვთა სტომატოლოგიაში

3 გავრცელებული მითი ბავშვთა სტომატოლოგიაში

24.01.2023

გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება, მცდარია 
ეს კბილები პატარებს 6-12 წლის განმავლობაში უნდა "ემსახურონ", ამიტომ, დაზიანების აღმოჩენისას, მკურნალობა აუცილებელია. 

მითი იმის შესახებ, რომ რენტგენის აპარატი ასხივებს და ამით აზიანებს პატარას ორგანიზმს, მცდარია
თანამედროვე კომპიუტერული ვიზიო სისტემები, მინიმალურად ან თითქმის არ ახდენს დასხივებას, შესაბამისად, ის უსაფრთხოა ბავშვებისათვის 

 მითი იმის შესახებ, რომ საწოვარას არანაირი  ზიანი არ მოაქვს  პირის ღრუსთვის ასევე, მცდარია
საწოვარას გამოყენება ორი წლის შემდეგ, შესაძლოა იყოს თანკბილვის დარღვევის მიზეზი. ამიტომ სასურველია მისი გამოყენება კბილების   ამოსვლის პარალელურად შევამციროთ და მალევე შევწყვიტოთ

დეტალურად