მიკროორგანიზმები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ

15.02.2024

იცოდით, რომ  ჩვენს სხეულში ცოცხალი მიკრობიომები ბინადრობენ?

მიკრობიომი არის მრავალი ორგანიზმის ერთობლიობა, იმდენად მცირე, რომ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ; მათ მიკროორგანიზმები ჰქვია და შესაძლოა მათ შესახებ უკვე გსმენიათ.ისინი მნიშვნელოვანია საჭმლის მონელებისთვის, გვიცავს მიკრობებისგან და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება გადარჩენისთვის!

პირის ღრუში შეიძლება იყოს 700-მდე ორგანიზმი თავის მიკრობიომში. ზოგიერთი მათგანი კარგია - ისინი გვიცავს ინფექციისგან და გევხმარება საკვები ნივთიერებების დაშლაში.დანარჩენი მავნეა და შეიძლება გამოიწვიოს კარიესი, ღრძილების დაავადება და სხვა ინფექციები. პირის ღრუში არსებული კარგი ბაქტერიები ასევე გვეხმარება მავნესთან ბრძოლაში.

ყოველთვის, როდესაც დაგავიწყდებათ ყოველდღიურად კბილების გახეხვა, მავნე ბაქტერიები აჭარბებს კარგს და შესაძლოა დაიწყოს კბილების დაზიანება; ღრძილების დაინფიცირება. ისინი ერთმანეთს უერთდებიან და ქმნიან წებოვან ზედაპირს კბილებზე, რომელსაც ეწოდება ბიოფილმი, ან დენტალური დაფა.

განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე მავნე ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს პირის ღრუში:

სტრეპტოკოკი მუტანსი

არსებობს მრავალი ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კარიესი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის Streptococcus mutans. (მოკლედ S. Mutans.)

მას უყვარს კბილების პაწაწინა ბზარებში და ნახვრეტებში დამალვა და მინანქრის განადგურება (მყარი, გარე ფენა, რომელიც იცავს თქვენს კბილებს.) როგორც კი ისინი გაივლიან მინანქარს, ინფექცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. და ჩააღწიოს ფესვამდე.თუ სწრაფადვე არ მიმართავთ სტომატოლოგს, შესაძლოა კბილის გადარჩენა ვერც მოხერხდეს.

ინფექციის თავიდან აცილება მარტივია კბილების გახეხვით დღეში ორჯერ ორი წუთის განმავლობაში!

Aggregatibacter actinomycetemcomitans

ამ ბაქტერიის სახელი საკმაოდ რთულად წასაკითხი და გამოსათქმელია, ამიტომ ჩვენ ამ სტატიაში მოვიხსენიებთ, როგორც "ის". ცნობილია, რომ ის არის ძალიან აგრესიული თავდამსხმელი და იწვევს პაროდონტიტს ბავშვებში. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების ქვეშ ძვლის განლევა!

რა არის პაროდონტიტი?

პაროდონტიტი (pare-ee-o-don-tie-tis) არის  ღრძილების დაავადება ანუ ინფექცია ვარდისფერ, რბილ ქსოვილში, რომელიც ჩვენს კბილებს იკავებს. თუ ღრძილების ჯანმრთელობას არ ინარჩუნებთ, დროთა განმავლობაში ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას.ინფექციამ, რამაც გამოიწვია კბილის დაკარგვა, შეიძლება დააინფიციროს უფრო დიდი კბილიც, რომელმაც უნდა დაიკავოს მისი ადგილი. თუ თქვენ ღრძილებიდან სისხლდენა შენიშნეთ ჯაგრისის ან ფლოსების გამოყენებისას, ეს ღრძილების დაავადების ადრეული ნიშანია. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეაჩეროთ ინფექცია, სანამ ძალიან გვიან არ არის!

როგორ ანადგურებთ ღრძილებისთვის მავნე ორგანიზმებს? აუცილებლად გაიხეხეთ და გამოიყენეთ ძაფები ყოველდღე, კბილების გახეხვასთან ერთად. ფლოსინგი აშორებს ბიოფილს, რომელიც იმალება კბილებს შორის და ღრძილების ხაზის ქვემოთ.

რა არის ჰალიტოზი?

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც გადასაყრელად გამზადებული  საკვები რამდენიმე დღით რჩება ნაგვის ურნაში, სანამ ურნა გაივსება და გარეთ გაიტანთ, საკმაოდ უსიამოვნო სუნით ხასიათდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მიკროსკოპული ორგანიზმები (ბაქტერიები და სოკოები) ჭამენ მათ. ეს პროცესი ქმნის უსიამოვნო სუნს. მსგავსი რამ ხდება, როდესაც საკვების პაწაწინა ნამცეცები დიდხანს რჩება პირის ღრუში. შეიძლება ვინმემ აღნიშნოს კიდეც: „აუ! ცუდი სუნი გაქვს!”.არასასიამოვნო სუნთქვის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს - მაგრამ არსებობს ორი, რომელთა მოგვარება შესაძლებელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენით:

პირველი არის ღრძილების დაავადების არსებობა. ჩვენ უკვე განვიხილეთ პრევენცია ყოველდღიური ჰიგიენის შენარჩუნებით, რათა არ ჩამოყალიბდეს ბიოფილი ჩვენს კბილებზე და ღრძილების ხაზის ქვემოთ.

არასასიამოვნო სუნის მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ენა და ლოყები. იმის გამო, რომ ენა ნაპრალოვანი სტრუქტურისაა, ის უამრავ ადგილს უქმნის საკვების და ბაქტერიების დასამალად, რაც ნიადაგს ამზადებს სუნის წარმოსაქმნელად. როდესაც ყოველდღიურად იხეხავთ, ცოტა მეტი დრო დაუთმეთ ენის გასუფთავებას, რათა შეძლებისდაგვარად, კარგად მოაცილოთ საკვები ნარჩენები;ასევე სცადეთ გამოიყენოთ პირის ღრუს სავლები.

თუ პირის ღრუს ჰიგიენის წესებს კარგად იცავთ, მაგრამ სუნთქვა კვლავ უსიამოვნო გაქვთ,საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იწვევს უსიამოვნო სუნს.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით

მიკროორგანიზმები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ

ბოლო ბლოგები